მასწავლებლის ვინაობა
|
სოფიო ტყებუჩავა
|
გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
დიაგრამები MS Word 2007-ში
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ის ტექნ. 6.1
ის ტექნ. 6.3
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორ MS Word 2007-ში მუშაობა: დოკუმენტის გახსნა, მონაცემების შეტანა/დამუშავება, დოკუმენტის შენახვა. სურათის და ობიექტების ჩასმა ტექსტურ რედაქტორში.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკებით. ( იხ. დანართი 1 )
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ისტ VI კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი. ფლიფჩარტი,ფერადი მარკერები, გაკვეთილის წარმართვისთვის საჭირო პრეზენტაციის ციფრული მასალა. ვერბალური და ვიზუალიზირებული ასოციაციური რუკის სქემა, ინტერნეტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საკლასო მენეჯმენტი - 2 წთ
A ფაზა (გამოწვევა) - 13 წთ
B ფაზა (შინაარსის რეალიზება) - 20 წთ
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლე ებთან ერთად აკეთებს დავალების ანალიზს და აცნობს მოსწავლეებს დიაგრამის ცნებას და აძლევს პრაქტიკულ დავალებას
დავალებას 1 მოსწავლეებმა სამუშაო მაგიდაზე უნდა გახსნან MS Word -ის დოკუმენტი სახელწოდებით ,, დიაგრამები” და საქაღალდე ,, საკლასო დავალება- სახელი და გვარი”. მოათავსონ შექმნილი MS Word -ის ფაილი მათ მიერ შექმნილ საქაღალდეში ,, საკლასო დავალება - სახელი და გვარი
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თუ როგორ უნდა მოახდინონ დიაგრამის აგება MS Word -ში მასალის დემონსტრირებას ახდენს პროექტორის გამოყენებით
დავალება 2 მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას MS Word -ის შექმნილ ფაილში,, დიაგრამები,” მოახდენენ დიაგრამის აგებას ახსნილი მასალის მიხედვით, MS Excel -ის ცხრილში შეიყვანენ მონაცემებს საქართველოს მწვერვალების შესახებ- Category -უჯრაში საქართველოს მწვერვალების დასახელება Series უჯრებში მწვერ ვალის სიმაღლეებს (იხ. ისტ სახელმძღვანელო VI კლ. გვ: 98) ) წიგნში მოცემული მონაცემების შესაბამისად.
მასწავლებელი უკვე აგებული დიაგრამის ნიმუშზე უხსნის მოსწავლეებს თუ როგორ უნდა მოახდინონ დიაგრამის ტიპის, სტილის და ზომის ცვლილება. თვალსაჩინო დემონსტრირებას მასწავლებელი ახდენს პროექტორის საშუალებით.
დავალება 3 მოსწავლები MS Word -ის შექმნილ ფაილში ,, დიაგრამები,” მოახდენენ მათ მიერ უკვე აგებული დიაგრამის ნიმუშის სამი ვერსიის კოპირებას, რომელზეც განახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს
ა) შექმნილ ნიმუშის პირველ ასლზე მოსწავლე ცვლის დიაგრამის ტიპს
ბ) შექმნილ ნიმუშის მეორე ასლზე მოსწავლე ცვლის დიაგარამის სტილს
გ) შექმნილ მესამე ასლზე მოსწავლე ცვლის დიაგარამის ზომას
დავალება 4 პედაგოგი მოსწავლებს თხოვს შესრულებული დავა ლების პეგადაგოგის პირად ფოსტაზე გადმოგზავნას
C ფაზა (გამთლიანება) - 10 წთ
აქტივობა I - ხუთი კითხვის აქტივობა - მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, რომელზეც გამოსა ხულია ხელის კონტური თითოეულ თითზე შეკითხვის წარწერით აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას უპასუხოს შეკითხვებს. (იხ დანართი 3)
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, მოსწავლეები აკეთებენ დეფრიფინგს.
შეფასება : მასწავლებელი ახდენს მიმდინარე აქტივობებში მოსწავლეთა შეფასებას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით
საშინაო დავალება: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, რომელსაც აჩვენებს პროექტორით (იხ დანართი 4 ) და დეტალურ ინსტრუქციას უგზავნის მათ პირად ელ - ფოსტაზე
|
среда, 22 марта 2017 г.
ისტ გაკვეთილის გეგმა - დიაგრამები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий